Monday, June 6, 2016

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ საშინაო დავალებების განხილვით.ჩვენი გვერდი გადავაკეთეთ საიტად. ვისწავლეთ გვერდების დამატება ბლოგზე და ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე როგორ გავწეროთ პროექტის მიმდინარეობა.მოვაწესრიგეთ პორტფოლიოები და გავასაჯაროეთ.

Sunday, May 29, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგის მეექვსე დღეა.გავიხსენეთ google drive-ში მუშაობა სადაც გადავიტანეთ მოსწავლის ნაშრომი და ვისწავლეთ ელექტრონული საქაღალდის შექმნა. სასწავლო პროექტის შაბლონში გადავიტანეთ სასწავლო მიზნები.

Saturday, May 28, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ მოსწავლის მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც წარმოვადგინეთ პრეზენტაციის სახით. გავიხსენეთ როგორ ვიმუშაოთ დიაგრამებზე და ვისწავლეთ საავტორო უფლებებზე მუშაობა. ეს დღე ძალიან საინტერესო იყო.

Saturday, May 14, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგის მეოთხე დღეა.გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშებს, რუბრიკებს.დავალებად გვაქვს შევქმნათ მოსწავლის ნამუშევრის სავარაუდო ნიმუში.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვები: 

 რა გავლენას ახდენს  მუსიკა ადამიანის ცხოვრებაზე.

თემატური კითხვები:
1.რატომ არის განსხვავებული მუსიკალური გემოვნება სხვადასხვა  ასაკის ადამიანებში.  
2.რომელი მუსიკალური ჟანრი  მოგწონთ ყველაზე მეტად.

შინაარსობრივი:

1.რომელი ქართული ფოლკლორული ანსამბლები იცით.
2.ვინ იყო ქართული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი.





Thursday, May 12, 2016

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღე ოყო ძალიან საინტერესო,განვიხილეთ საშინაო დავალება,ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები გადავიტანეთ შაბლონში
განვიხილეთ პროექტის მიზნები.მივიღეთ საშინაო დავალება კომენტარის დატოვება კოლეგების ბლოგზე.


გარეთ საშინლად წვიმს აღარ გვინდა წასვლა.

სასწავლო მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ:
   
  • მოიძიონ მასალა სხვადასხვა წყაროებიდან მუსიკალური ჟანრების და მუსიკოს შემსრულებლების შესახებ.
  • ჩაატარონ თანატოლებთან კვლევა რომელია თინეიჯერებისთვის სასურველი მუსიკალური ჟანრი.
  •  დაადგინონ კვლევის საფუძველზე  უსმენენ თუ არა ქართულ მუსიკას და ჩაატარონ ღონისძიება ქართული მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით.

Monday, May 9, 2016

მეორე დღის რეფლექსია

ეს დღე იყო ძალიან საინტერესო.გავაცანით ერთმანეთს ჩვენი პროექტის იდეები.შევჯერდით საკუთარ თემაზე.ტრენერმა მოგვცა რეკომენდაციები ჩვენს პროექტთან დაკავშირებით. ვისწავლეთ ბროშურის შექმნა და მივიღეთ საშინაო დავალება.

პროექტის იდეა

მუსიკას უდიდესი ძალა აქვს,მას შეუძლია ადამიანი განაწყოს გმირული საქციელისთვის, გამოიწვიოს მასში სიხარული, სევდა, გაალამაზოს მისი ცხოვრება.მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას, თინეიჯერების უმრავლესობა მუსიკის რომელ ჟანრს ანიჭებს უპირატესობას და უსმენენ თუ არა ქართულ მუსიკას.გააანალიზებენ კვლევის შედეგებს და მოძიებულ მასალაზე მოაწყობენ პრეზენტაციას.